ვლადიმერ ბოისას დებიუტი “პანიონიოსში”

ვლადიმერ ბოისას დებიუტი “პანიონიოსში”

ვლადიმერ ბოისამ ბერძნული “პანიონისის” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ვეტერანი რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა ბერძნულ გუნდში. „პანიონიოსმა“ საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “კავალას” უმასპინძლა და ამ შეხვედრაში ბოისამ  10:55 წუთს ითამაშა.
 
ბოისას დებიუტი უქულო გამოდგა. ვოვამ ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ააცილა, შეტევაში ბურთი ერთხელ მოხსნა და ერთი ჩაჭრაც მიითვალა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ოთხჯერ დაარღვიეს.
 
“პანიონისმა” საბოლოოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე 87:64 გაანადგურა. პანიონიოსელებმა მე-8 გამარჯვება მოიპოვეს და ჩემპიონატში მე-4 ადგილს ინარჩუნებენ. “პანიონისი” მომდევნო მატჩს 14 იანვარს მესმაე ადგილზე მყოფციაზე მყოფ “კოლოსოსთან” ჩაატარებს.