ვლადიმერ ბოისას გუნდი ევროლიგაზე აგებს

ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვლადიმერ ბოისას ‘არისი” საკუთარ მოედანზე 88:96 თურქულ “ფენერბახჩესთან” დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე 16 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა (ორივე შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. ბოისამ ერთი სამქულიანი გამოიყენა და 5 პერსონალური შენიშვნაც მიიღო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.