ვლადიმერ ბოისას გუნდი მარუსისთან გავარდა

სამწუხაროდ, მოულოდნელად ადრე დაასრულა საფლეიოფო ბრძოლა ვლადიმერ ბოისას “არისმა”, რომელიც სერიის მესამე შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე 79:85 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდს აღნიშნულ შეხვედრაში არცერთი ქულა არ დაუგროვებია, ხოლო მის გუნდში კი 27 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ჯერემია მასეი.

გორდონ ჰერბერტის “არისი”, რომელმაც სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 61:72 დათმო, შემდეგ დაპირისპირებაში კი გასვლაზე მეტოქეს 98:95 აჯობა, ბოლო მეოთხედის წინ 56:67 აგებდა, სხვაობა 3 ქულამდე (72:75) შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში მეტის გაკეთება ვერ შეძლო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
მატჩის მიმოხილვას აქ იხილავთ.