ვლადიმერ ბოისას გუნდი ურალ-გრეიტთან დამარცხდა

რუსეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები შედგა. ვლადიმერ ბოისა და მისი “სპარტაკ-პრიმეორიე” “ურალ გრეიტს” შეხვდა და 53:69 დამარცხდა.
ბოისა სასტარტო ხუთეულში იყო და 33 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, რის მერეც “ურალ-გრეიტმა” სამივე მეოთხედი თავის სასარგებლოდ დაასრულა და შეხვედრაც იოლად მოიგო. ბოისამ 6 საშუალო სროლიდან 3 გამოიყენა და ექვსივე სამქულიანი გააფუჭა.