ვლადიმერ ბოისას გუნდმა ევროლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ევროლიგაზე ვლადიმერ ბოისას “არისმა”, რომელმაც გასვლაზე 80:74 “ეფეს პილზენი” დაამარცხა. ეს იყო “არისის” (რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი გორდონ ჰერბერტი წვრთნის) მეშვიდე გამარჯვება ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე და ბერძნული კლუბის რიგებში ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ფინელი ფორვარდი ჰანო მოტოლა გახლდათ.რაც შეეხება ბოისას, მან 16 წუთში უქულოდ ჩაამთავრა მატჩი და 3 მოხსნით გამოიჩინა თავი. ბოისამ ასევე ერთი შეცდომა დაუშვა 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
სატურნირო მდგომარეობაB ჯგუფი
1. ლიეტუვოს რიტასი 10:3 +1212.  მაკაბი 10:3 +473. უნიკახა 9:4 +1074. ეფეს პილზენი 8:5 +365. არისი 7:6 -116. ციბონა 4:9 -1017. არმანი 3:10 -728. ლე მანი 1:12 -127