ვლადიმერ ბოისას გუნდმა უნიკახა დაამარცხა, ელისმა კი 17 ქულა დააგროვა

ვლადიმერ ბოისას “სპარტაკ-პრიმორიემ” ამხანაგურ შეხვედრაში ესპანური გრანდი, “უნიკახა” იოლად, 70:50 დაამარცხა, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრს ამ გამარჯვებაში ერთი ქულაც არ შეუტანია. ბოისას გუნდი 70:40 კი იგებდა, თუმცა ბოლოს ესპანელებმა 10:0 გაქცევით სხვაობა 20 ქულამდე დაიყვანეს.საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ტაირონ ელისის ანგარიშზე კი 17 ქულა იყო. ტაიმ თავი “ვალიადოლიდთან” მატჩში გამოიჩინა. “კახა სან ფერნანდომ” შეხვედრა 75:70 მოიგო.