გრძელდება 3×3 საკალათბურთო სერია WinterCup 2021. გუშინ გამართული ტურნირის შემდეგ, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18-წლამდელთა შეჯიბრება ჩატარდა. შეჯიბრების ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტია.
18-წლამდელთა WinterCup-ის სერიაში 11 გუნდმა მოიყარა თავი, რომლებიც ტრადიციულად ჯგუფებში გადანაწილდნენ. საუკეთესოებმა ნახევარფინალში გადაინაცვლეს, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: Nets – Buckets, ძინამო – Wings.
Wings-მა, რომლის ღირსებასაც ნიკა ბოსტოღანაშვილი, ვაჩე ფარულავა, ალექსანდრე როდონაია და ირაკლი ახალაია იცავდნენ, მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 19:16 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალში ბრძოლა არ შედგა: Nets-მა, რომელშიც მახო დიღმელაშვილი, ნიკოლოზ კოდალაშვილი, გივი ფურცელაძე და გიორგი შეროზია თამაშობდნენ, მეტოქე Buckets იოლად – 22:11 მოუგეს.
ფინალში დაძაბული ბრძოლა შედგა, რომლის ბოლოს Wings-მა იმარჯვა და მეტოქის 20:17 ძლევით ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულ გუნდს 500-ლარიანი ვაუჩერი ერგო, ხოლო ფინალში წაგებულმა Nets-მა 300 ლარი მიიღო.
მომავალ კვირაში WinterCup 2021-ის კიდევ 2 ტურნირია დაგეგმილი.