www.superleague.ge – პრეზენტაცია

www.superleague.ge – პრეზენტაცია

სუპერლიგის ვებ–გვერდის პრეზენტაციაზე „სპორტკაფეში“ ჟურნალისტებთან ერთად სუპერლიგის ცნობილი სახეებიც მოვიდნენ. თითქმის ყველა მოთამაშემ იცოდა, რომ იხსნებოდა ახალი საიტი

, სადაც ხელმისაწვდომი იქნებოდა სრული სტატისტიკა და ცხადია, მოლოდინიც დიდი იყო.ლაშა გამყრელიძე, კოტე ტუღუში, დავით უგრეხელიძე, ზვიად ბაბიაშვილი, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით ბერიშვილი, ბექა წივწივაძე, მიხეილ ბერიშვილი, დავით გასიტაშვილი, დავით ბარბაქაძე, ლევან მიქაბერიძე, ბექა გოლეთიანი, ვასილ ბერუაშვილი, ლექსო ლაფანაშვილი… ამ მოთამაშეებთან ერთად „სპორტკაფეში“ მოვიდნენ რამდენიმე გუნდის მწვრთნელი და რა თქმა უნდა, სუპერლიგის მხარდამჭერი გოგოები, რომლებმაც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფოტოსესია მოაწყვეს მოთამაშეებთან ერთად.პრეზენტაციის დაწყებამდე დამსწრეებს მიმართა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ, რომელმაც სტატისტიკის მნიშვნელობასთან ერთად ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის საიტზე თავმოყრა:„სტატისტიკის დასათვლელად შეიქმნა ერთიანი სისტემა, რომელმაც მოიცვა ასევე რეგიონები და რომელშიც გაერთიანდნენ მდივნები, ოპერატორები და კომისრები. ის, რომ სტატისტიკა ახლა თავმოყრილია სუპერლიგის ვებ–გვერდზე, ამ ადამიანების დამსახურებაა. მნიშვნელოვანი იყო იმ პროგრამის მოძიება, რომელიც ამ ოქმებს დააჯამებდა და საიტზე გადაიტანდა. ამაში დაგვეხმარა კომპანია „Modart Image”-ის პროგრამისტი მიშა მკრტჩიანი, რომელმაც სპეციალურად superleague.ge-სთვის შექმნა უნიკალური პროგრამა. სტატისტიკის აღრიცხვა წარმოებს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებშიც და ვფიქრობთ, ეს გვარიანი სტიმულია კალათბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის“.ამის შემდეგ მოეწყო უშუალოდ ვებ–გვერდის პრეზენტაცია. დიდ ეკრანზე მონაცვლაობით ისახებოდა საიტის განყოფილებები, ხოლო მიშა მკრტჩიანი და კალათბურთის ფედერაციის პრეს–ატაშე დეტალურად უხსნიდნენ ყველას, თუ რა ინფორმაციის მიღება შეეძლებათ superleague.ge-დან.ბოლოს, როგორც ვთქვით, მოეწყო ჩვენი საიტის სარეკლამო ფოტოსესია, რომელშიც მონაწილეობდნენ მოთამაშეები და სუპერლიგის, ახლა კი უკვე superleague.ge-ს მხარდამჭერი გოგონები.