ზადართან შინ წაგებულ მატჩში სანაძე 5 ქულას დასჯერდა

ზადართან შინ წაგებულ მატჩში სანაძე 5 ქულას დასჯერდა

დუდა სანაძის “ბორაცმა” ადრიატიკის ლიგაში პრინციპული მატჩი წააგო. შეხვედრა ბორაცელთა მოედანზე, ქალაქ ჩაჩაკში ჩატარდა, სადაც სათამაშოდ ხორვატული “ზადარი” ჩავიდა და 65:61 იმარჯვა. ეს გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ იყვნენ და ეხლაც ასე არიან, თუმცა ზადარელებს მოგებით მეტი გაუხდათ და ბორაცელებზე წინ გადაინაცვლეს.

სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 33:24 წუთი გაატარა. დუდამ 4-დან 1 ორქულიანი და 7-დან 1 სამიანი ჩააგდო. მთლიანობაში მის ანგარიშზე 5 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. ქართველმა უკანახაზელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა და მასზეც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბორაცს 7 მოგების წილ 17 მარცხი აქვს და 14 გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-8 ადგილზეა. შემდეგ მატჩს “ბორაცი” 10 აპრილს, ხორვატიაში, “სპლიტთან” გამართავს.