“ზაზა” 20-წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალურ სერიაში დაწინაურდა

“ზაზა” 20-წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალურ სერიაში დაწინაურდა

20-წლამდელთა “ბ” ლიგის გათამაშებაში დღეს ფინალური სერია დაიწყო. რეგურალური ჩემპიონატის 2 საუკეთესო გუნდი – “აკადემია” და “ზაზა” ერთმანეთს საჩემპიონო ტიტულისთვის უპირისპირდებიან. ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომეკიც სერიაში 2 გამარჯვებას მოიპოვებს.

პირველი შეხვედრა “ზაზას” უპირატესობით წარიმართა და ისე დასრულდა, აკადემიელებს წარმატების შანსი არ მისცემიათ. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გამართული კალათბურთი ითამაშა და დამსახურებულად – 85:64 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

18 ქულით და 11 მოხსნით ზაზას აკადემიელებს ანზორ ნადირაძემ ულიდერა. 10 ქულა და 9 პასი დაჩი ქავთარაძის ანგარიშზე დაგროვდა. ნიკა მეცხვარიშვილმა და ირაკლი კილაძემ 12-12 ქულა დააგროვეს. “აკადემიაში” 20 ქულით კაშა მიქელაძე გამოირჩა, 13 ქულა კი ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზეა.

ფინალური სერია 2 მოგებამდეა. შემდეგი მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 10 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.