ზაზა ფაჩულია ატლანტას ყველაზე გემოვნებიანად ჩამცმელების გამოკითხვას ლიდერობს

ზაზა ფაჩულია ატლანტას ყველაზე გემოვნებიანად ჩამცმელების გამოკითხვას ლიდერობს

ზაზა ფაჩულია თავის გუნდ „ატლანტა ჰოუქსში“ ყველაზე გემოვნებიანად რომ იცმევს, ეს უკვე აღარაა სადაო. ზაზამ ეს ტიტული გასულ წლებში უკვე დაიმსახურა, თუმც მისმა გემოვნებამ ისე გაითქვა სახელი, რომ წლეულს ქართველი ცენტრი ამ კატეგორიაში მთელი ატლანტის მაშტაბით მიმდინარე გამოკითხვაში იღებს მონაწილეობას.
 
გამოკითხვის სრული დასახელება ასეთია: „ატლანტას ყველაზე გემოვნებით ჩაცმული ცნობილი მამაკაცი“. ეს გახლავთ ერთ–ერთი იმ 24 ნომინაციიდან, რომელიც The Second Annual Atlanta Fashion Awards – ის ეგიდით დარდება. ზემოთნახსენების გარდა ამ გამოკითხვამ უნდა გამოავლინოს ატლანტას საუკეთესო დიზაინერი, სტილისტი, სამოდელო სფეროს ფოტოგრაფი, ქალაქის საუკეთესო ბუტიკი, სალონი და ასე შემდეგ – ანუ ყველაფერი ის, რაც ბომონდური საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი.
 

 
გამოკითხვა რამდენიმე დღეა დაიწყო და მას დამაჯერებლად ლიდერობს ზაზა ფაჩულია, რომელსაც უკვე 1239–მა ადამიანმა (37%) დაუჭირა მხარი. მეორე– მესამე ადგილებს 17–17% იყოფენ მავანი (ჩვენთვის მავანი, თუმცა ატლანტელებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი) ანდრე 3000 და განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდობისთვის ნაცნობი რეპერი შემსრულებელი აშერი (Usher). სულ კი ამ ნომინაციაში 12 მამაკაცი მონაწილეობს.
 

გამოკითხვის მიმდინარე შედეგები
 
ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ამ ბმულზე გადახვიდეთ და მხარი დაუჭიროთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ზაზა ფაჩულიას: http://atlfashionawards.com/Atl/Nominations.html
 

 

ფაჩულია, ცნობილი რეპერი ბასტა რაიმსი და ფაჩულიას
თანაგუნდელი ალ ჰორფორდი