ზაზა ფაჩულია და ატლანტა სპურსთან აგებენ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა ფაჩულიას “ჰოქსი” საკუთარ მოედანზე მოქმედ ჩემპიონ, “სან ანტონიო სპურსთან” 83:95 დამარცხდა.
ფაჩულია ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და თამაშიდან 6-ში 2, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან კი 4-ში 2 სროლა გამოიყენა. “სპურს” ტონი პარკერმა მოაგებინა, რომელმაც 20-ში 13 სროლა გამოიყენა და მატჩი 31 ქულით დაასრულა.
ფაჩულიამ თავისი გუნდის პირველი ქულები დააგროვა, ხოლო მასპინძლებმა კი ტიმ დანკანი მხოლოდ 13 ქულას დააჯერეს. მიუხედავად ამისა, “ჰოქსი” დამარცხდა.

ატლანტა ჰოქსი: 10 მატჩი, 3:7, IV ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ გაეცნობით.