ზაზა ფაჩულია და ატლანტა ზედიზედ მეექვსედ აგებენ

წარუმატებელი სერია ვერც ამჯერად დაარღვიეს ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოქსმა”. ჯორჯიელები შინ აღმოსავლეთის ერთ-ერთ ფავორიტთან, “ბულზთან” 97:105 დამარცხდნენ. ეს “ატლანტისთვის” ზედიზედ მეექვსე მარცხი იყო.ზაზა ფაჩულიას თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა ამას თავისი ახსნაც აქვს – საქართველოს ნაკრების ლიდერს ლიგის უძლიერესი დამცველის, ოთხჯერ საუკეთესო დამცველად დასახელებული ბენ უოლასისა და გამოცდილი პი. ჯეი. ბრაუნის წინააღმდეგ გამოსვლა მოუხდა.საბოლოოდ. ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 ქულა და 3 მოხსნა დააკლდა, მასპინძელთა შემადგენლობაში კი საუკეთესო ამჯერადაც ჯოშ სმიტი იყო.
ატლანტა-ჩიკაგო 97:10531:32, 25:20, 17:23, 24:30ატლანტა: ჯოშ სმიტი (44 წთ. 24 ქ. 12 მ. 5 დ. 3 პ. 1 ჩ), მერვინ უილიამსი (38 წთ. 16 ქ. 8 მ. 1 პ), ჩილდრესი (34 წთ. 12 ქ. 5 პ. 2 ჩ. 1 მ. 1 დ), ზაზა ფაჩულია (31 წუთი, 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 4 შეცდომა, 4 ფოლი), ე. ჯონსონი (25 წთ. 3 ქ. 2 პ. 1 მ. 1 ჩ) – ლიუ (24 წთ. 15 ქ. 4 პ. 2 მ), ს. ჯოუნსი (18 წთ. 8 ქ. 5 დ. 4 მ), ს. სტაუდმაიერი (17 წთ. 8 ქ. 5 მ. 1 პ), შელდენ უილიამსი (5 წთ. 2 ქ. 1 მ).ჩიკაგო: დენგი (43 წთ. 30 ქ. 6 მ. 2 პ. 1 ჩ), ჰაინრიხი (37 წთ. 22 ქ. 3 მ. 3 პ. 2 ჩ. 1 დ), გორდონი (35 წთ. 15 ქ. 7 მ. 3 მ. 2 ჩ), პი. ჯეი. ბრაუნი (23 წთ. 8 ქ. 9 მ. 1 პ. 1 დ), ბენ უოლასი (36 წთ. 5 ქ. 9 მ. 3 დ) – დიუჰონი (26 წთ. 11 ქ. 2 პ. 2 ჩ. 1 მ), ტაირუს ტომასი (25 წთ. 8 ქ. 8 მ. 3 პ. 3 დ. 1 ჩ), მ. ალენი (7 წთ. 6 ქ), სეფოლოშა (4 წთ. უქულოდ, 1 დ).
ატლანტა ჰოქსი: 74 მატჩი, 27 მოგება, 47 წაგება, ბოლო ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, XIII ადგილი აღმოსავლეთის კნფერენციაში.მომდევნო მატჩი: ნიუ ჯერსი-ატლანტა (4 აპრილი).