ზაზა ფაჩულია და ბლეიკ გრიფინი: 12 ქულა, 10 მოხსნა

ზაზა ფაჩულია და ბლეიკ გრიფინი: 12 ქულა, 10 მოხსნა

ზაზა ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციის ერთ–ერთ ლიდერ „კლიპერსთან“ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. შეხვედრა დღეს, გამთენიისას, ლოს ანჯელესში გაიმართა. ფაჩულიას კარგმა თამაშმა საქმეს ვერ უშველა. მთლიანობაში ატლანტელებმა წარუმატებლად ითამაშეს და შეხვედრა ანგარიშით 82:96 დათმეს.
 
ქართველი ცენტრი ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო. ზაზამ მოედანზე 35 წუთი გაატარა და 12 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მოაგროვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ზუსტად ასეთი სტატისტიკა ჰქონდა კლიპერსის ახალგარზდა ვარსკვლავ ბლეიკ გრიფინს. რომელმაც მოედანზე 33 წუთი გაატარა და ძირითადად ფაჩულიას წინააღმდეგ უწევდა თამაში.
 
ზაზამ თამაშიდან ნასროლი 8 ბურთიდან 5 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ორივე სროლა ჩააგდო. ორმაგ დუბლს ფაჩულიამ 1 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. ის ატლანტელთაგან ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც მოხსნებში 10–ქულიან ზღვარს მიაღწია. საუკეთესოდ დასახელებულ ჯოშ სმიტს 18 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა.
 
ჯორჯიულ გუნდს 24 მოგება და 19 მარცი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე–6 ადგილზეა. „ქორებს“ „ბოსტონი“ წამოეწია, რომელსაც იმდენივე მოგება და ერთით მეტი წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 17 მარტს შინაურ არენაზე „ვაშინგტონთან“ გამართავს.