ზაზა ფაჩულია დაბრუნდა

ატლანტა საკუთარ მოედანზე პორტლენდთან დამატებით დროში აგებს
ატლანტა – პორტლენდი 109:111 ო.ტ.
მიკროტრავმების შემდეგ, “ატლანტა ჰოქსის” შემადგენლობაში გამოჩნდა საქართველოს ნაკრების წევრი, ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელმაც “პორტლენდთან” დამატებით დროში წაგებულ შეხვედრაში მოედანზე 8 წუთი გაატარა და ამ დროში თავი მხოლოდ ერთი ქულით გამოიჩინა. ფაჩულიამ ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და თამაშიდან ერთადერთი სროლა გააფუჭა.

ატლანტა: 37 მატჩი, 17:20, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 23 იანვარი, დენვერში.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ ოქმს აქ იხილავთ.