ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტთან ერთად თეთრ სახლს ესტუმრა

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტთან ერთად თეთრ სახლს ესტუმრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ის კლუბ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციას, ეგრედ წოდებულ “თეთრ სახლს” სტუმრობდა. ეს გახლდათ იმ ტრადიციის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონ გუნდს ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მასპინძლობს.

ზაზა კარიერის დასრულების შემდეგ ამ გუნდში კონსულტანტად მუშაობს, შესაბამისად, 2021-22 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტის“ გაჩემპიონების შემდეგ ოქროს ბეჭედი ფაჩულიამაც მიიღო.

ყოველწლიურად NBA-ის ჩემპიონებს ამერიკის თეთრ სახლში მასპინძლობენ. არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად სიტყვით გამოვიდა „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი.