ზაზა ფაჩულია: ლიტვაში ქართული კალათბურთის ახალი ისტორია იწერება

ზაზა ფაჩულია: ლიტვაში ქართული კალათბურთის ახალი ისტორია იწერება

უკრაინასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში იგორ კოკოშკოვთან ერთად საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია გამოცხადდა. უკრაინეთა მწვრთნელი მაიკლ ფრატელო და  უკანახაზელი მაქსიმ პუსტოზვონოვი დაღვრემილები შემოვიდნენ. უკრაინელ მოთამაშეს დანა პირს არ უხსნიდა.

მაქსიმ  პუსტოზვონოვი:
“ცუდად ვითამაშეთ დაცვაში და  ბურთებიც ვერ მოვხსენთ. წაგების მიზეზიც ეს იყო”.
ზაზა ფაჩულია:
“უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. აუცილებლად უნდა მოგვეგო. ჩვენ ძალიან სწორად ვითამაშეთ დაცვაში. მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ერთი ისტორია უკვე შევქმენით, როცა ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით, ახლა კი შანსი გვაქვს, ამ ისტორიის ახალი ფურცელი აქვე დავწეროთ. ხვალ ბულგარეთს ვეთამაშებით და წარმატების შემთხვევაში ჯგუფიდან გავდივართ. ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, თუ მობილიწებულები არ ვიქნებით, ძალიან გაგვიჭირდება”.
მაიკ ფრატელო:
“საქართველოს ნაკრებმა ჩვენზე გაცილებით უკეთესად ითამაშა. ძლიან  ცუდი შედეგი  ვაჩვენეთ მოხსნებსა და დაკარგვებში. ბევრი შეცდომა გვქონდა, მოხსნებში კი აშკარად ჩამოვრჩით მეტოქეს. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩში, ჩვენ კი ვეცდებით უკანასკნელ შეხვედრაში  მაინც მივაღწიოთ გამარჯვებას”.
 
იგორ კოკოშკოვი: 
“ძალიან კარგ გუნდთან ვითამაშეთ, რომელსაც მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს. დღეს მართლაც უმნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა მომდევნო თამაში მნიშვნელოვანია. ბულგარეთს აქამდე 2-ჯერ ვეთამაშეთდა  ვიცნობთ ჩვენს მეტოქეს. ჩვენ არ უნდა დავკაროთ კონტროლი და თამაშს მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ. ევროპის ჩემპიონატზე თამაშმა ერთ რამეში კარგად დამარწმუნა: აქ არ არსებობს იოლი გასეირნება. შეიძლება გუნდი დიდი უპირატესობით იგებდეს და საბოლოოდ დამარცხდეს. ანდაც პირიქით. ჩვენ ორჯერ მოგვივიდა ასეთი რამ. ხვალინდელ შეხვედრაშიც ურთულესი ბრძოლა გველის და ვეცდებით, მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ”.