ზაზა ფაჩულია ლოკაუტის დასრულებამდე “გალათასარაიში” ითამაშებს

ზაზა ფაჩულია ლოკაუტის დასრულებამდე “გალათასარაიში” ითამაშებს

ზაზა ფაჩულია თურქულ „გალათასარაიში“ ითამაშებს. სანამ ნბა-ში ლოკაუტია, საქართველოს ნაკრების ცენტრმა ახალი გუნდი მონახა. ფაჩულია 4 ოქტომბერს თურქეთიდან თბილისში დაბრუნდა, თუმცა მისი ვიზიტის მიზეზი იმ დროისთვის არ გახმაურდა. ახლა კი ირკვევა, რომ ფაჩულიამ კონტრაქტი გააფორმა სტამბოლის „გალათასარაისთან“, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირიდან მოხვდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ევროლიგაში.
 
დღეს ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საიტ www.eurobasket.com-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაჩულია „გალათასარაიში“ გადავიდა. ევროლიგის ვებ-გვერდზე ტყუილად არავინ დაწერდა ამ ინფორმაციას, იგი სიმართლეს რომ არ შეესაბამებოდეს.
 
ფაჩულია ევროლიგაში 18 წლის ასაკში თამაშობდა. მისი საუკეთესო შედეგი 2003 წელს „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგაა დაფიქსირებული – 26 ქულა. იმავე სეზონის წინა ტურში კი ზაზამ 18 მოხსნა მიითვალა, რაც იმ წლის სეზონის საუკეთესო შედეგია.
 
შეგახსენებთ, რომ ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში სტამბულელებმა ბერძნულ პაოკ-ს, ფრანგულ “ვილერბანსა” და ლიტვურ “ლიეტუვას რიტასს” აჯობეს და D ჯგუფში პოლონელების გარდა, რუსულ “უნიქსს”, იტალიურ “მონტეპასკის”, სლოვენიურ “ოლიმპიასა” და ესპანურ “ბარსელონას” გაეჯიბრებიან.