ზაზა ფაჩულია მოედანს 9 ქულა-მოხსნით დაუბრუნდა

ზაზა ფაჩულია მოედანს 9 ქულა-მოხსნით დაუბრუნდა

2 მატჩის გამოტოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა საზარდულის ტკივილის გამო არ ითამაშა, თუმცა, როგორც ჩანს, მან ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა. მორიგ საგამოფენო მატჩში „ქორები“ მემფისში „გრიზლისს“ შეხვბდნენ და 102:110 დამარცხდნენ. ფაჩულია ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანი 9 ქულითა და ამდენივე მოხსნით დატოვა.
 
ფაჩულიამ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 8 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 საჯარიმოც მოაყოლა და 9 ქულა დააგროვა. ზაზა აქტიური იყო ფარქვეშ და საბოლოოდ ატლანტელთაგან ყველაზე მეტი – 9 მოხსნა მოაგროვა. სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში მოედანზე გატარებულ 26 წუთში 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა ფაჩულიას კონკურენტმა ცენტრის პოზიციაზე ალ ჰორფორდმა.
მორიგ საგამოფენო მატჩს „ატლანტა“ 19 ნოემბერს შინ „ნიუ ორლეანთან“ გამართავს.