ზაზა ფაჩულია: მოგების გვჯეროდა

ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, რომ მასსა და საქართველოს ნაკრების დანარჩებ წევრებს გამარჯვების თავიდანვე სჯეროდათ. მისი თქმით, ეს არ იყო ბრმა რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში, მაგრამ ნაკრებში შექმნილი საბრძოლო და ამავე დროს თბილი ატმოსფერო მხოლოდ ოპტიმიზმისა და დადებითი ემოციების მომგვრელია.
“ისლანდიას ცუდი გუნდი ნამდვილად არ ჰყავს, მაგრამ უნდა მოგვევგო და მიხარია, რომ ეს ასე დამაჯერებლად გავაკეთეთ. ნაკრების უკლებლივ ყველა წევრმა შეიტანა წვლილი დღევანდელ გამარჯვებაში და თუ ფინეთთანაც ასე შეკრულად, დაცვაში ხისტად ვითამაშებთ, მაშინ დიდი შანსია, რომ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოვიგოთ”, – მიაჩნია ჩვენი ნაკრების სუპერვარსკვლავს.
თავად ფაჩულიამ ამჯერად თამაშიდან 12-დან 6 ტყორცნა გამოიყენა და თავის ოპონენტს, ფრიდრიკ სტეფანსონს (4 ქულა, 5 მოხსნა) 5 პერსონალური შენიშვნა მიაღებინა. ფაჩულიამ ასევე 10-დან 9 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა ზუსტად.