ზაზა ფაჩულია ნაკრებს შეუერთდა

საქართველოს ნაკრების ბანაკში მატებაა – ნაკრებს ორი ცენტრი, ამჟამად უგუნდოდ მყოფი დავით უგრეხელიძე და “ატლანტა ჰოქსის” ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ფაჩულია შეუერთდნენ.ფაჩულია, რომელმაც შარშან თავის ოკეანისგაღმურ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა (11.7 ქულა, 7.9 მოხსნა, 1.7 შედეგიანი გადაცემა), ნაკრების ძირითადი ცენტრი და წამყვანი მოთამაშეა, უგრეხელიძე კი ყველანაირად ეცდება, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გორდონ ჰერბერტის ნდობა დაიმსახუროს და ძირითად, 12-კაციან განაცხადში მოხვდეს.