ზაზა ფაჩულია ფინიქსში გადავა?

“ატლანტა ჰოქსის” წარმომადგენლის თქმით, გაცვლა, რომლის შედეგადაც ჯორჯიაში “ინდიანის” ფორვარდი ჯერმეინ ონილი უნდა გადასულიყო ჩაიშალა, რისი მიზეზიც ინდიანაპოლისელთა ბოსის,  ლარი ბერდის უარი ყოფილა. ერთი ჩაიშალა და მეორე გაცილებით რეალურიაო, ამბობს იგივე პიროვნება, რომელმაც CNN-თან საუბარში ინცოგნიტოს სტატუსი არჩია.  “ჰოქსი” მაინც და მაინც არ ყოფილა დაინტერესებული წლევანდელი დრაფტით, რაკიღა არჩევის მხოლოდ მესამე ნომერი ერგო, რაც გუნდში გრეგ ოდენისა და კევინ დიურანის გადასვლას ამთავითვე გამორიცხავს. მზადდება სერიოზული გაცვლა “ფინიქსთან”, მასში ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ნაკრების ულაპარაკო ლიდერი ზაზა ფაჩულიაცაა მოხსენიებული.“ატლანტა” “ფინიქსს” ფაჩულიას, დამდეგი დრაფტის პირველი წრის (მე-3 და მე-11 ნომრები) ორივე მოთამაშის არჩევის უფლებასა და უკანახაზელ ენტონი ჯონსონს “ფინიქსს” მისცემს, ხოლო აღმოსავლეთის აუტსაიდერში კი ამარე სტაუდმაიერი გადავა.ამ ინტერვიუდან ერთ საათში მასმედიელები კვლავ “ჰოქსის” ოფისში რეკავენ და ამჯერად გუნდის კიდევ ერთ წარმომადგენელს, არტურ ტრიჩეს ესაუბრებიან.“ჩვენთვის ფაჩულია ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და გუნდის ხელმძღვანელები ენტონი ჯონსონზეც გარკვეულ იმედებს ანყარებენ, მაგრამ ამ გაცვლით გუნდი კონფერენციის ელიტაში შევა და შეიძლება, ერთ-ერთ ფავორიტადაც იქცეს. დრაფტის წლევანდელი პროცედურა კი გუნდისთვის ინტერესს კარგავს, რადგან სასურველი მოთამაშის აყვანას მაინც ვერ შევძლებთ”, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ტრიჩემ.Seattle Post-Intelligencer კი “ჰოქსთან” დაკავშირებით კიდევ ერთ სიახლეს გვამცნობს – თითქმის გადაწყვეტილია, რომ “სუპერსონიქსის” ფლეიმეიქერი ლიუკ რიდნური მომავალი სეზონიდან “ატლანტაში” იქნება,  ჩვენი გუნდი კი ტაირონ ლიუსა და 3 მილიონ დოლარს მიიღებსო.