ზაზა ფაჩულიამ “ბეშიქთაში” დაადასტურა

ზაზა ფაჩულიამ “ბეშიქთაში” დაადასტურა

ზაზა ფაჩულიამ ქართულ მედია–საშუალებებთან საუბარში დაადასტურა, რომ თუკი ნბა–ს სეზონი ლოკაუტის გამო არ დაიწყება, იგი თურქულ „ბეშიქთაშში“ ითამაშებს. ფაჩულიას თურქულ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, თუმცა „ბეშიქთაშის“ ბოსებს პირობებზე შეუთანხმდა და როგორც აცხადებს, ხელშეკრულებას ერთ კვირაში გააფორმებს.