ზაზა ფაჩულიამ “გალათასარაის” ღირსება ყაზანშიც დაიცვა

ზაზა ფაჩულიამ “გალათასარაის” ღირსება ყაზანშიც დაიცვა

ზაზა ფაჩულიამ სავარაუდოდ ბოლო მატჩი ჩაატარა „გალათასარაის“ შემადგენლობაში. ნბა-ში ლოკაუტის დასრულების შემდეგ პროფესიული ლიგის წევრები ნელ-ნელა გაიკრიფნენ ამერიკაში, თუმცა ზოგიერთს ევროპაში ყოფნა გაუგრძელდა და თავის კლუბს საფასუხისმგებლო მატჩებში დაეხმარა. ესეთი ზაზა ფაჩულია აღმოჩნდა, რომელმაც სტამბოლურ კლუბს ყაზანში წაჰყვა და „უნიკსის“ წინააღმდეგ ევროლიგის მატჩში ითამაშა.
 
სამწუხაროდ, ქართველმა კალათბურთელმა თანაგუნდელების დარად სათანადო დონეზე ვერ ითამაშა, მისი „გალათასარაი“ კი რუსულ კლუბთან 61:72 დამარცხა. ფაჩულიამ ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 18:38 წუთი დაჰყო. ზაზამ თამაშიდან განხორციელებული ოთხივე სროლა ააცილა, ხოლო 8 საჯარიმოდან 5 ჩააგდო და ამდენ ქულას დასჯერდა. მის ანგარიშზე 6 მოხსნა და თითო პას-დაფარებაც იყო.
 
„გალათასარაის“ 3 გამარჯვების წილ 4 მარხი აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. ევროლიგის მორიგ ეტაპზე თამაშის უფლებას თითოეული ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. მომდევნო ტურში სტამბოლელები (სავარაუდოდ ზაზა ფაჩულიას გარეშე) 7 დეკემბერს იტალიური „სიენას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.