ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი მატჩი გამოტოვა

ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი მატჩი გამოტოვა

ზაზა ფაჩულიამ მიკროტრავმის გამო ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა. ამჯერად, მისი გუნდი გასვლაზე ფაჩულიას ყოფილ გუნდ “მილუოკი ბაქსთან” 96:102 დამარცხდა.
“ჰოქსის” შემადგენლობაში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი მერვინ უილიამსი იყო, ხოლო შელდენ უილიამსმა კი კარიერაში საუკეთესო შეხვედრა გამართა და 16 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა. რეგულარულის უკანასკნელ მატჩში “ატლანტა” ასევე უფლეიოფოდ დარჩენილ “ინდიანას” უმასპინძლებს (17აპრილს). იმედი ვიქონიოთ, რომ ზაზა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს. “ჰოქსს” 81 მატჩში 29 გამარჯვება დაუგროვდა.