ზაზა ფაჩულიამ “ნიუ ორლეანს” 17 ქულა ჩაუგდო

შესანიშნავად დაიწყო ნბა–ს ახალი სეზონი ზაზა ფაჩულიასთვის. მართალია, ჯერ ოფიციალური შეხვედრები არ დაწყებულა, მაგრამ საგამოფენო მატჩები, რომლებშიც გუნდებს ძირითადი შემადგენლობები გამოჰყავს და სადაც განისაძღვრება და საბოლოოდ ყალიბდება გუნდის სასტარტო ხუთეულები, უკვე გახურდა. ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქს“ ამ გამთენიისას მოუწია პირველმა მატჩმა, რომელშიც ჯორჯიელებმა „ნიუ ორლეანი“ 108:102 დაამარცხეს.
გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელიც ხუთეულში არ არ ყოფილა, მაგრამ ატლანტელთა ძირითად ცენტრ ალ ჰორფორდზე მეტიც ითამაშა და უკეთაც. ზაზამ მოედანზე 23 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა, რის განმავლობაშიც 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება და ერთიც პასი მოაგროვა. ფაჩულიამ 7 ორქულიანიდან 5 მოათავსა ნიუორლეანელთა კალათში, ხოლო საჯარიმოს ხაზზე 11–ჯერ დადგა და 7–ჯერ ზუსტი იყო.
ატლანტელთაგან ქართველ ცენტრზე მეტი – 19 ქულა მხოლოდ ჯეფ ტიგუმ მოაგროვა, რომელიც ახალბედა უკანახაზელია და „ქორებმა“ ის წლევანდელ დრაფტზე მე–19 ნომრად აიყვანეს.
„ატლანტა“ მომდევნო საგამოფენო მატჩს 11 ოქტომბერს „დეტროიტთან“ გამართავს.