ზაზა ფაჩულიამ “როკეტსს” არც ერთი არ ააცილა

ზაზა ფაჩულიამ “როკეტსს” არც ერთი არ ააცილა

„ბოსტონთან“ დიდებულად ჩატარებული თამაშის შემდეგ „ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ შედარებით მოკრძალებულად ითამაშა. ატლანტელები, რომელთათვისაც სატურნირო თვალსაზრისით რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე ალბათ არაფერი შეიცვლება, ჰიუსტონში ჩავიდნენ და იქაურ „როკეტსთან“ 109:114 დამარცხდნენ.
 
ქართველმა ცენტრმა ატლანტელთაგან ყველაზე მცირე ხნით, 14 წუთით ითმაშა და რაც კი სტყორცნა, ყველა ბურთი ჩააგდო. ფაჩულიამ 2–დან 2 ორიანი მიითვალა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 4–დან ყველა სროლა ჩააგდო. შესაბამისად, ზაზამ 8 ქულა მიითვალა, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
 
ატლანტელებისთვის საბედისწერო მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ქორებმა“ 14 ქულით წააგეს. დარჩენილ დროში ფაჩულიას გუნდმა ვეღარაფერი გააწყო, თუმცა სატურნირო თვალსაზრისით ჯორჯიელებისთვის არაფერი შეცვლილა. „ატლანტა“ კვლავ მე–5 ადგილზე რჩება. „ჰოუქსი“ მომდევნო მატჩს 6 აპრილს, გამთენიისას, შინ „სან ანტონიოთან“ გამართავს.