ზაზა ფაჩულიას 11 ქულა და 9 მოხსნა

ზაზა ფაჩულიას 11 ქულა და 9 მოხსნა
ჰიუსტონი – ატლანტა  108:89
მოგების მცირე შანსიც კი არ ჰქონიათ ტეხასში ჩასულ “ჰოქსსა” და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომლებიც “ჰიუსტონთამ” 89:108 დამარცხდნენ.

ამავე დროს, ეს ფაჩულიას მიმდინარე რეგულარულში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და ამ დროში 11 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გააკეთა. მან 4 პერსონალური შენიშვნა მიიღო და 1 შეცდომა დაუშვა. ფაჩულიამ თამაშიდან 12/5 სროლა გამოიყენა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ
ატლანტა: 47 მატჩი, 21:26, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
ზაზა ფაჩულია: 28 მატჩი (5 სასტარტოში), 4.8 ქულა, 3.8 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 12 თებერვალი (საკუთარ მოედანზე, “დეტროიტი”).