ზაზა ფაჩულიას 39 ქულა და მოგება მაკედონიასთან!

საქართველო – მაკედონია 86:8216:24, 30:12, 13:23, 27:23საქართველო: ფაჩულია (39 წთ. 39 ქ. 9 მ. 3 ჩ. 2 დ), ნაცვლიშვილი (33 წთ. 14 ქ. 6 მ), ცინცაძე (25 წთ. 10 ქ. 2 მ), მანუჩარ მარკოიშვილი (34 წთ. 9 ქ), ა. ბოისა (21 წთ. 1 ქ) – ტუღუში (18 წთ. 7 ქ. 3 მ), გამყრელიძე (25 წთ. 6 ქ. 6 ჩ. 5 მ. 3 პ. 1 დ), უგრეხელიძე (7 წთ. უქულოდ).მაკედონია: სტეფანოვი (20 ქ. 5 მ. 4 პ), გეჩევსკი (15 ქ. 5 მ. 2 დ).
ბულგარეთი – დანია 86:7019:13, 22:23, 21:13, 24:21
ბულგარეთში ოთხთა ტურნირზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურში დაძაბულ ბრძოლაში მოუგო მაკედონიას 86:82 და ორი სათამაშო დღის შემდეგ თითო მოგება-წაგება დაუგროვდა. პირველ მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს დაღლა არ ეტყობოდა და ჩვენმა გუნდმა ასევე ძალიან კარგად ითამაშა დაცვაშიც.შეუდარებელი იყო ზაზა ფაჩულია, რომელმაც 39 წუთში 39 (!) ქულა შესძინა გუნდს და თამაშიდან 19-დან 14 სროლა შეასრულა ზუსტად. “ატლანტა ჰოქსის” ვარსკვლავის ანგარიშზე ასევე 13 საჯარიმოდან 11 ჩაგდებული ტყორცნა იყო.

ფაჩულიას ნეიტრალიზება ჩვენმა მეტოქემ მთელი შეხვედრის განმავლობაში ვერ მოახერხა, პარალელურად კი თავისი წილი საჭირო ქულები ჩვენი ნაკრების სხვა მოთამაშეებმაც მოიმკეს.ძალიან კარგი იყო ნაკრების კაპიტანი ვატო ნაცვლიშვილი, რომელმაც 14 ქულა დააგროვა და დაცვაშიც ეფექტური იყო.პირველ შეხვედრასთან შედარებით, უკეთ გამოიყურებოდა ჩვენი უკანა ხაზი, ხოლო გიორგი გამყრელიძემ კი ერთბაშად 6 ჩაჭრით დაასრულა აღნიშნული მატჩი.არ უთამაშიათ (მთავარი მწვრთნელის, კენ შილდსის გადაწყვეტილებით) გიორგი შერმადინს, ზვიად ბაბიაშვილს, გიორგი მარკოიშვილსა და ბესიკ ლეჟავას.ხვალ საქართველოს ნაკრები ტურნირის ბოლო შეხვედრაში დანიას შეხვდება. ჩვენს უკანასკნელ მეტოქეს პირველი ორი მატჩი წაგებული აქვს.
კენ შილდსი: “პირველ მატჩთან შედარებით დასვენებულები ვიყავით. დიდი შესვენების მერე მოთამაშეებს არ უჭირდათ მოედანზე გადაადგილება, მაგრამ ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და ვნახოთ, დანიასთან როგორ ვითამაშებთ. შეიძლება სათამაშო დრო ბევრზე თანაბრად გადავანაწილო და ვნახოთ, საღადარიგოები როგორ ითამაშებენ.ძალიან კარგი იყო ფაჩულია, რომელმაც ამჯერად ბულგარეთთან შეხვედრასთან შედარებით აკურატულად, დაკვირვებით ითამაშა და თავისი ენერგიაც რაციონალურად გადაანაწილა. მომეწონა დაცვაში გიორგი გამყრელიძის გამოსვლაც, რომელმაც რამდენიმე საჭირო ჩაჭრა გააკეთა.პირველ შეხვედრასთან შედარებით, ცოტა იყო წუნი ვატო ნაცვლიშვილის გამოსვლაში.ეპიზოდებში კარგად გამოიყურებოდა ცინცაძე, თუმცა მისგან უფრო აქტიურ თამაშს მოვითხოვ და მჯერა, რომ იგი ამას შეძლებს.მანუჩარ მარკოიშვილი კი როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საიმედოდ და სარგებლიანად თამაშობდა.დღეს არ უთამაშია რამდენიმე კანდიდატს, თუმცა მათ თავის გამოჩენის შანსი კიდევ ექნებათ.ტურნირს რაც შეეხება, იგი საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული და გუნდებიც უკმაყოფილებას არაფრის მიმართ არ გამოთქვამენ”.