ზაზა ფაჩულიას “ატლანტა” მეოთხედფინალში გავიდა

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა” მეოთხედფინალში გავიდა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ მეშვიდე, გადამწყვეტი მატჩი 95:74 მოუგო „მილუოკის“ და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, ხოლო მთლიანად ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
მას შემდეგ, რაც ატლანტელებმა შინ დამარცხებით მოედნის უპირატესობა დაკარგეს, მომდევნო 2 შეხვედრა საკმაო უპირატესობით მოუგეს მილუოკელებს და სერია სათავისო შედეგით დაასრულეს. ბოლო შეხვედრაში ატლანტელებს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. „ქორებმა“ დამაჯერებლად წარმართეს ყველა პერიოდი და საბოლოოდ 21–ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.
ზაზა ფაჩულიას იმ დროში, რაც მას მწვრთნელმა გამოუყო, საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ზაზამ 6 მცდელობიდან 3 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ატლანტელების მორიგი საპლეიოფო მეტოქე „ორლანდოა“, რომელმაც თავის მხრივ 4:0 მოუგო სერია „შარლოტს“ და ახალი ბრძოლისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო ჰქონდა. სერიის პირველი შეხვედრა ჩვენი დროით 5 მაისს, გამთენიისას გაიმართება.
 

ბრენდონ ჯენინგსი და ზაზა ფაჩულია