ზაზა ფაჩულიას ბენეფისი

ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე გამოსვლით აღინიშნა “ატლანტისა” და “კლივლენდის” მატჩი, რომელიც დასრულდა 106:95 “კავალიერსის” გამარჯვებით.
ქართველმა ცენტრმა მასპინძელ “ჰოქსს” 20 ქულა (10-დან 7 ორქულიანი), 11 მოხსნა შესძინა, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
არაჩვეულებრივად ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც მატჩი 31 ქულით დაასრულა. მან ბოლო მეოთხედში 13 ქულა გააკეთა, ფაჩულიამ კი შეტევაში 3 მოხსნა დააგროვა.
ამ წაგების მერე “ჰოქსი” სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში მესამე ადგილამდე ჩამოვიდა. 14 შეხვედრის მერე გუნდის ანგარიშზე 6 მოგებაა. მომდევნო მატჩში ზაზას გუნდი “როუზ გარდენში” “პორტლენდს” შეხვდება.