ზაზა ფაჩულიას გუნდი გოლდენ სტეიტთან დამარცხდა

რეგულარულის  მორიგ შეხვედრაში “ატლანტა ჰოქსი” საკუთარ მოედანზე “გოლდენ სტეიტთან” 118:135 დამარცხდა.
ფაჩულიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ორივე გუნდში კი ყველაზე შედეგიანი სტუმართა ვარსკვლავი ბაირონ დევისი იყო 35 ქულით.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ატლანტა: 58 მატჩი, 24:34, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, IX ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 5 მარტი (სტუმრად,”ნიუ ორლეანი”).