ზაზა ფაჩულიას გუნდი კლივლენდთან აგებს

მორიგი მატჩები გაიმართა NBA-ში, ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსი” კი გასვლაზე “კლივლენდ კავალიერსს” შეხვდა და 94:98 დამარცხდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 4 წუთი გაატარა და ამ დროში თამაშიდან ხუთივე სროლა გააფუჭა. საბოლოოდ, მან უქულოდ დაასრულა თამაში და ერთადერთი მოხსნა დააგროვა.“კლივლენდის” რიგებში 36 ქულით ლებრონ ჯეიმსი იყო საუკეთესო.

ატლანტა: 29 მატჩი, 15:14 (მეორე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში).ზაზა ფაჩულია: 18 მატჩი (5 სასტარტოში), 5.5 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.4 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 4 იანვარი (ინდიანა – ატლანტა).
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.