ზაზა ფაჩულიას გუნდი პორტლენდთან აგებს

ზედიზედ სამი მოგებული შეხვედრის შემდეგ, ამერიკაში მიმდინარე წინასაზეზონო მატჩებში, დათმო ორთაბრძოლა ზაზა ფაჩულიას “ატლანტამ”, რომელიც “პორტლენდთან” 89:102 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა, ფაჩულიამ შეხვედრა ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 22 წუთში გუნდს 9 ქულა და 7 მოხსნა (3 თავდასხმაში) შესძინა.
“ატლანტაში” ყველაზე შედეგიანი 18 ქულით მერვინ უილიამსი იყო, ხოლო “ტრეილ ბლეიზერსის” შემადგენლობაში კი თავი 29 ქულით ლამარკუს ოლდრიჯმა გამოიჩინა.
მატჩის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.
მატჩის სრულ დეტალურ მიმდინარეობას აქ გაეცნობით.