ზაზა ფაჩულიას გუნდმა შარლოტი დაამარცხა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა შარლოტი დაამარცხა

რეგულარულში მესამე გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას “ჰოქსმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე 117:109 “ბობქეთსი” დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრის მონაგარი ასეთი გახლდათ – 18 წუთი, 6 უქლა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი. ზაზამ თამაშიდან 8-დან 3 სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია, ისიც, რომ “ჰოქსის” მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ვუდსონმა იგი ამჯერად სასტარტოში დააყენა.

მატჩის სტატისტიკას აქ ნახავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მიმდინარეობას აქ იხილავთ.