ზაზა ფაჩულიას გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

აგრძელებს წარმატებულ სერიას ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსი”. ჯერაც ტრავმირებული ჯო ჯონსონის გარეშე მყოფმა გუნდმა ზედიზედ მოეთხე გამარჯვება მოიპოვა – “ჰოქსმა” ამჯერად ასევე კარგ ფორმაში მყოფი “ფილადელფია სიქსერზი” 104:92 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე “ფილადელფიას” ზედიზედ 7 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.ძალიან კარგად ითამაშა ფაჩულიამ, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი გააკეთა. მის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა იყო. გარდა ამისა, ზაზამ შეხვედრა 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებითაც დაასრულა.
ატლანტა – ფილადელფია 104:92 (31:22, 27:21, 28:21, 18:28)
ატლანტა: ჯოშ სმიტი (37 წთ. 26 ქ. 17 მ. 5 პ. 4 ჩ. 3 დ), ზაზა ფაჩულია (26 წუთი, 15 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება, 2 შეცდომა, 3 ფოლი), ჩილდრესი (41 წთ. 15 ქ. 4 მ. 3 პ. 1 ჩ), მერვინ უილიამსი (37 წთ. 14 ქ. 5 მ. 2 პ), ე. ჯონსონი (29 წთ. 10 ქ. 8 პ. 1 ჩ), ლიუ (19 წთ. 10 ქ. 2 პ. 1 ჩ), ს. სტაუდმაიერი (19 წთ. 9 ქ), შელდენ უილიამსი (13 წთ. 3 ქ. 8 მ), აივი, ბატისტა.ფილადელფია: იგუოდალა (32 წთ. 18 ქ. 6 მ. 4 ჩ. 3 პ), კარნი (17 წთ. 15 ქ. 3 მ. 2 ჩ. 2 დ), ლ. უილიამსი (20 წთ. 13 ქ. 4 პ. 2 მ. 1 ჩ), კორვერი (24 წთ. 13 ქ. 1 მ. 1 პ), ა. მილერი (27 წთ. 10 ქ. 4 პ. 3 მ), დალემბერი (26 წთ. 7 ქ. 6 მ. 3 დ. 2 პ), ოლი (11 წთ. 6 ქ. 2 მ), ს. ჰანტერი (18 წთ. 5 ქ. 2 მ. 1 დ), უ. გრინი (22 წთ. 3 ქ), ბ. ჯოუნსი (7 წთ. 2 ქ. 2 მ. 1 პ. 1 ჩ), ჯო სმიტი (28 წთ. უქულოდ, 6 მ. 2 ჩ. 1 პ), ადმუნდსონი.
ატლანტა ჰოქსი: 65 მატჩი, 26 მოგება, 39 წაგება, მეოთხე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, მე-11 ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში. მომდევნო მატჩი: ბოსტონი – ატლანტა (14 მარტი).