ზაზა ფაჩულიას ჰოქსი ფლეი ოფის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

სამწუხაროდ, წაგებით დაიწყო ფლეი ოფი ზაზა ფაჩულიას “ჰოქსმა”, რომელმაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა ფავორიტ “ბოსტონს” და 81:104 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 11 წუთი დაჰყო და ამ დროში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 ფოლი და 2 შეცდომა დააგროვა. მან თამაშიდან 3/1 სროლა გამოიყენა და 4 საჯარიმოს შესრულებისას 2-ჯერ შეცდა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.