ზაზა ფაჩულიას საკითხი

ზაზა ფაჩულიას საკითხი

რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია. “ატლანტა” ფინიქსში ხვდებოდა “სანსს”, თუმცა ფაჩულია განაცხადშიც არ ყოფილა, ისევე როგორც “ატლანტას” მოთამაშეები – მაიკ ბიბი, ჯამალ კროუფორდი და მორის ევანსი. სამივე ეს კალათბურთელი “ვაშინგტონში” გადავიდა და ეს ამბავი ოფიციალურად გაცხადდა უკვე, ხოლო რატომ არ იყო ქართველი ცენტრი განაცხადში, ამაზე ამერიკულ პრესას პასუხი არ აქვს.
არის მხოლოდ ვარაუდები, რომ “ატლანტა” ზაზა ფაჩულიასაც ემშვიდობება, რადგან გუნდში გამთამაშებელ კირკ ჰაინრიხთან ერთად “ვაშინგტონიდან” ჰილტონ არმსტრონგი, ქართველი მოთამაშის ამპლუის კალათბურთელიც მივიდა. ყოველ შემთხვევაში, ზაზა ფაჩულიას შესაძლო მსურველი გუნდის ვინაობა ვარაუდის დონეზეც არ სახელდება. შესაძლოა, ზაზა არსადაც არ გადავიდეს და სიმართლე ითქვას, ამის ალბათობა გაცილებით მეტია.