ზაზა ფაჩულიას წითელი და თეთრი იდეა

9 სექტემბერს დიდი დღეა ქართული კალათბურთისთვის. საქართველოს ეროვნული ნაკრები როგორც არასდროს, ისე ახლოა ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ A დივიზიონთან. იგორ კოკოშკოვის დამოძღვრილმა ქართველებმა 3 დღის წინ მინსკში 89:75 მოუგეს ბელარუსის ნაკრსბს პირველი საპლეიოფო შეხვედრა და ოთხშაბათს თუკი თბილისში 13 ქულაზე მეტით არ წააგებენ, ნატვრას აისრულებენ.მას შემდეგ, რაც ევროპა A და B დივიზიონებად დაიყო და საქართველო ქვემო ეშელონში მოხვდა, ქარტველები ლამობენ ელიტაში აღზევებას, მაგრამ წინა ორმა ციკლმა ისე ჩაიარა, რომ ჩვენებმა მიზნის მიღწევა ვერ მოახერხეს.ახლა კი მიზანი ერთი ხელის გაწვდენაზეა და ჩვენი ნაკრებიც გულმოდგინედ ემზადება ბელარუსებთან მატჩისთვის. კოკოშკოვის გუნდმა გუშინ სეზონის ბოლო ღია ვარჯიში გამართა, თუმც სანამ ჟურნალისტები დარბაზში შევიდოდნენ, სერბმა მწვრთნელმა გვარიანად ავარჯიშა ქართველები და კომბინაციებიც დაამუშავებინა.

ჯურნალისტებმა სხვადასხვა კალათბურთელებს მიუშვირეს მიკროფონები, თუმცა ყველა მათგანმა მალევე ზაზა ფაჩულიასთან მოიყარა თავი, რომელმაც გულშემატკივრებს დანაპირევი აუსრულა, თუმცა სანამ მას გაგაცნობდეთ, 26 აგვისტოს საღამოს მისი შვედებთან მატჩისშემდგომი სიტყვები გავიხსენოთ:– ერთი ნატვრა ამიხდა, პლეი ოფში დავედით. კიდევ ერთი ნატვრა მაქვს, რომელსაც ბელარუსთან მატჩის წინ გეტყვით.ჰოდა, ზაზამ დანაპირევი შეასრულა და ჟურნალისტებს განუცხადა:– შვედეთთან მატჩის მერე დაგპირდით, რომ მეორე ნატვრას ბელარუსთან მატჩის წინ გეტყოდით. ორი წელია NBA-ს პლეი ოფებს ვთამაშობ და ვიცი რაოდენ მნიშვნელოვანია კალათბურთელთათვის მხარდაჭერა. ბელარუსთან და შვედეთთან გამარჯვებებით ხალხი გავახარეთ, მინდა ბელარუსთან გადამწყვეტ მატჩზე გულშემატკივარმა კალათბურთელები გაგვახაროს. დამიჯერეთ, სულ სხვა შემართებით გავალთ მოედანზე თუ საქართველოს დროშისფერ ტრიბუნებს ვიხილავთ. მინდა ერთ ტრადიციას ჩავუყაროთ საფუძველი: საქართველოს ნაკრების მატჩებზე ყველამ წითელი ან თეთრი ტანისამოსი ჩავიცვათ. ასე ძალიან ლამაზი სანახავი იქნება სპორტის სასახლის ტრიბუნები. ყველას ვთხოვ მეგობრებსა და ახლობლებს ხმა მივაწვდინოთ… მაგალითად, მე ხვალინდელი მატჩის 200 ბილეთი ვიყიდე და ორასივე ქომაგი წითელ-თეთრში იქნება გამოწყობილი. მინდა ასე დავემშვიდობოთ B დივიზიონს და ელიტაში ასეთი ლამაზი გულშემატკივრობით შევაბიჯოთ. ეს განცხადება იყო და ნაკრების მოთამაშეები გასახდელისკენ გაეშურნენ, რაკი იგორ კოკოშკოვნა მედიას 15 წუთი მისცა მოთამაშეებთან საურთიერთოდ და ეს დროც ამოიწურა. მაშ ასე – დღეს სპორტის სასახლე გადაივსება (ბილეთები 2 დღით ადრე სრულად გაიყიდა) და როგორც ზაზა ფაჩულია თქმის არ იყოს, ერთად იზეიმებს საქართველოს ელიტარულ დივიზიონში შებიჯებას. ყველას ამის იმედი გვაქვს და ვემზადებით კიდეც…

კოტე ტუღუშმა გამარჯვების სადღეგრძელომატონიზირებელი წვენით დალია

ზაზა ფაჩულია

ვიქტორ სანიკიძე

სანიკიძე ოხუნჯობის ხასიათზეა

გიორგი ცინცაძეს ინტერვიუს ართმევენ

გიორგი გამყრელიძე

ცინცაძე ბელარუსისთვის მზადაა