ზაზამ მარცხენა მუხლი იტკინა

ზაზამ მარცხენა მუხლი იტკინა

გრძელდება რეგულარული ჩემპიონატი, რომელშიც კვლავ წარუმატებლად იასპარეზა “ატლანტა ჰოქსმა”. გუნდი შინ დასავლეთის აუტსაიდერს, “ნიუ ორლეანს” შეხვდა და 77:96 დამარცხდა. სამწუხაროდ, ზაზა ფაჩულიამ პირველ ნახევარში მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და დიდი შესვენების მერე, მოედანზე აღარ გამოჩენილა. მანამდე, ზაზამ 10 წუთში 1 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი 24 ქულით ჯანერო პარგო იყო.