“ზაზას აკადემია 2” 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტია

“ზაზას აკადემია 2” 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტია

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონტში პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა “ზაზა 2”-მა ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩში 85:54 დაამარცხა “დინამო” და ფინალში გავიდა. დინამოელებმა, რომლებმაც წინა შეხვედრაში ოვერტაიმში აჯობეს მეტოქეს, ამჯერად წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ზაზას აკადემიის გუნდს და შეხვედრასთან ერთად სერიაც დათმეს – 1:3.

გამაჯვებულთაგან 21 ქულით დაჩი ქავთრაძე გამოირჩა. 18 ქულა ირაკლი კილაძის ანგარიშზე დაგროვდა, ანზორ ნადირაძემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 11 მოხსნა. გამორჩეული შედეგი ჰქონდა “ზაზა 2”-ის გამთამაშებელ მათე კაპანაძეს, რომელმაც 10 ქულა, 11 პასი და 12 მოხსნა მოაგროვა. “დინამოში” 16 ქულა ჰქონდა ვოვა თავაქარაშვილს. ლუკა ქუტიძემ 8 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა.

მეორე ნახევარფინალური სერია მე-5 მატჩამდეა მისული. “აკადემია” და “ქუთაისს” შორის საერთო ანგარიში 2:2 და გადამწყვეტი შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 6 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

ზაზა 2 – დინამო
სტატისტიკა: 85:54