ჟურნალისტების საყურადღებოდ!

ჟურნალისტების საყურადღებოდ!

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და კომპანია “ტიფლის ტექსტილს” შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდება.

აღნიშნული კომპანია გახდება საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორი და გუნდის წევრებს საკუთარი პროდუქციით მოამარაგებს. 

მემორანდუმი “ტიფლის ტექსტილის” ოფისში, 5 სექტემბერს, 15:00 საათზე გაფორმდება.

ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, კალათბურთის ფედერაციის  და კომპანია “ტიფლის ტექსტილის” წარმომადგენლები დაესწრებიან. 

მისამართი: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ. 81