ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. დავით უსტიაშვილის გუნდი 26 და 27 ივნისს თბილისში ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებთან სპარინგ–მატჩებს გამართავს.
 
ხვალ, 15 ივნისს, ვაკეში მდებარე სპორტის სამინისტროს დარბაზში, 20–წლამდელთა ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს. ჟურნალისტებს ვთხოვთ მობრძანდნენ 12 საათისთვის.