ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ხვალ, 8 აგვისტოს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება 3X3 საკალთბურთის გუნდ „თბილისის“ ღია ვარჯიში და პრესკონფერენცია. გუნდი „თბილისი“ ესტონეთში მიემგზავრება, სადაც 11 აგვისტოს ფიბა-ევროპის ევროტურის მორიგ ტურნირში იასპარეზებს.
პრესკონფერენციას მოთამაშეებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და გუნდ “თბილისის” ფინანსური მხარდამჭერი, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთის“ წარმომადგენლები.
ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ მობრძანდნენ აკადემიის დარბაზში, 13 საათზე.