ჟურნალისტთა საყურადღებოდ

პარასკევს, 24 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს ჭაბუკთა (18–წლამდელები) ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება. მიხეილ ბერუაშვილის გუნდი 21–31 ივლისს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ხვალ კი 18–წლამდელთა ნაკრები უკრაინაში მიემგზავრება, სადაც რამდენიმე სპარინგ–მატჩს გამართავს. ჟურნალისტებს ვთხოვთ, აკადემიის დარბაზში 11 საათსა და 30 წუთიდან მობრძანდნენ.