ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ხვალ, 22 ივლისს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში. ნაკრები კვირას, გამთენიისას მიემგზავრება ავსტრიაში, შეკრებაზე და საქართველოში 15 აგვისტომდე არ დაბრუნდება. ჟურნალისტებს ვთხოვთ მობრძანდნენ 12 საათისთვის.