ჟურნალისტთა საყურადღებოდ – ეროვნული ნაკრების ვარჯისი და პრესკონფერენცია

ხვალ, 16 ივლის, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გეგმავს 2 ღონისძიებას:
1) 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში, სადაც ჟურნალისტებს შეეძლებათ, ავსტრიაში გამგზავრების წინ კალათბურთელებს გაესაუბრნონ.
2) 13:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართება კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელთა პრეს-კონფერენცია.
ჟურნალისტებისთვის ვარჯიშის გადაღება და ნაკრების წევრთა კომენტარების ჩაწერა შესაძლებელი იქნება 12:00 საათიდან.
კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური