ჟურნალისტთა საყურადღებოდ. პრესკონფერენციამ 13 საათზე გადმოიწია

 24 ნოემბერს, 13 საათზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა გამართავს პრესკონფერენციას უცხოელი მსაჯების თემაზე.
ამასთან, გაფორმდება მემორანდუმი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ,,საინფორმაციო ცენტრ 08”-ს შორის. პრესკონფერენციას დაესწრებიან კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე და ,,საინფორმაციო ცენტრ 08-”ს დირექტორი გიორგი ქოჩლაძე.
 პრესკონფერენცია გაიმართება შემდეგ მისამართზე: ყაზბეგის გამზ. 34 ნაკვეთი 4  სახ.2 (შანხაის ტერიტორია, ეკლესიასთან).