ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის XVIII გათამაშება 4 იანვრიდან დაიწყება

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის XVIII გათამაშება 4 იანვრიდან დაიწყება

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი 4-9 იანვარს გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს იგი მე-18-ედ გათამაშდება. მემორიალის ყველა შეხვედრა, ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის ჩათვლით, თბილისში ჩატარდება. 

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს. გუნდები ჯგუფებში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. “ა” ჯგუფში თავი კაკტუსმა, რუსთავმა და მეგამ მოიყარეს, ხოლო “ბ” ჯგუფი ოლიმპმა, თსუ-მა და ვერამ შეადგინეს. თითოეული ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 საუკეთესო გავა.

მემორიალის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისია”, რომელმაც 2022 წლის 25 იანვარს ქუთაისში გამართულ ფინალურ მატჩში “მეგა” დაამარცხა. მთლიანობაში ქუთაისელებს საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალი ხუთჯერ აქვთ მოგებული. 

ჯგუფური ეტაპის მატჩები 4, 5 და 6 იანვარს გაიმართება, 8-ში ნახევარფინალები, ხოლო 9 იანვარს ფინალური მატჩი ჩატარდება. ყველა შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.