ზვიად მიქაძის სახელობის თასი სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდას გადაეცემა

ზვიად მიქაძის სახელობის თასი სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდას გადაეცემა

ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის სახელობის თასი მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელს გადაეცემა. ზვიად მიქაძის ოჯახისა და მეგობრების მიერ დაწესებული მემორიალური თასი ტრადიციული იქნება და ყოველი სეზონის ბოლოს მას საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი მიიღებს. თასი არ იქნება გარდამავალი – იგი ყოველ წელს სპეციალურად დამზადდება და, როგორც ვთქვით, სეზონის ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა, პერსპექტიულ კალათბურთელს გადაეცემა.
 

ზვიად მიქაძის სახელობის
სპეციალური პრიზი